მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შეადგინონ რუკა, სადაც აღნიშნული იქნება ბუნებრივი კატასტროფების დროს უსაფრთხო და საშიში ადგილები. მზა რუკას უნდა გადაუღონ სურათი და iEARN-ის ფორუმზე განათავსონ. დისკუსია გაიმართება ან iEARN-ის ფორუმზე ანდა ვიდეოკონფერენციების დროს. სამიტის ყველა მონაწილის მიერ გაგზავნილი უსაფრთხოების რუკებიდან შეიქმნება მსოფლიო უსაფრთხოების რუკა. http://ndys.jearn.jp/gsmap/NDYS2009.htm
თანამშრომლობისთვის უკვე შექმნილია ინტერაქტიული ინსტრუმენტი CoSMOS (Collaborative Safety Maps on Open System). CoSMOS-ის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ მოიძიონ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების რუკა 5 ენაზე - იაპონურ, ინგლისურ, თურქულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე. შექმნილია საიტიც: http://www.kitamura-lab.jp/cosmos/
მათ, ვისაც სურს CoSMOS-ის რუკაზე კომენტარის დატოვება, უნდა ჰქონდეთ საკუთარი ID და PW. ამისათვის უნდა დაუკავშირდნენ "Yoshie Naya" yoshie.naya@gmail.com.
2. NDYS Little Ambassadors' program პატარა ელჩების პროგრამა
NDYS Teddy Bears (NDYS Little Ambassadors) - ესაა NDYS-ის დამხმარე პროგრამა, როგორც პარტნიორ სკოლებს შორის მეგობრობის გამყარების საშუალება. ბავშვების უსაფრთხოების ჩანთაში (ავარიული ჩანთა) შესაძლებელია მოთავსდეს სკოლების შესახებ ინფორმაცია და ის აუცილებელი საგნები, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფის საფრთხის შემთხვევაშია საჭირო სიცოცხლის გადასარჩენად.
3. კატასტროფების შემცირების და კლიმატური ცვლილებების პოსტერი და პრეზენტაცია ან ვიდეოკლიპი.
უნდა მომზადდეს პოსტერი ან პრეზენტაცია, რომელიც ასახავს საცხოვრებელ გარემოზე გლობალური დათბობის ზეგავლენას. ასევე მითითებული უნდა იყოს, თავდაცვისთვის რა უნდა გაკეთდეს.

- პოსტერის ზომები: 80სმ *120სმ
- სათაური 10 სმ
- მარჯვნივ - გუნდის ფოტო, სკოლის სახელი, სლოგანის ფოტო შუაში და დროშა მარცხენა მხარეს.
პოსტერის დეტალები:
- სად მდებარეობს თქვენი ქვეყანა? ჩვენება მსოფლიო რუკაზე;
- როგორია ბუნებრივი კატასტროფების მაჩვენებელი? გრაფიკა, რუკები, ფოტოები;
- გლობალური დათბობის რომელი ნიშნებია შესამჩნევი თქვენს ქვეყანაში წლიდან წლამდე? გრაფიკა, რუკები, ფოტოები;
- გლობალური დათბობის შედეგების შესახებ რას შეისწავლიან და რომელ პროექტებს ახორციელებენ თქვენს სკოლაში? გრაფიკა, რუკა და ფოტოები;
- დაწერეთ პოემა ან სიმღერა გლობალური დათბობაზე.
სამიტის შემდეგ მოსწავლეები უფრო ინფორმირებულნი იქნებიან ბუნებრივი კატასტროფების გამომწვევი მიზეზების შესახებდა თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გარშემომყოფთ გააფრთხილებენ მომავალი რისკის შესახებ. მათი სკოლა გახდება კატასტროფების მართვის საზოგადოებრივი ცენტრი.
Комментариев нет:
Отправить комментарий